"16 წლისაა... ეუბნებიან, საქმიანობას ჩამოშორდეს, რომ შარში არ გაეხვეს" | “TV ივერიას” ჟურნალისტს ემუქრებიან

გამოქვეყნდა:

ხაშურში “TV ივერიას” ჟურნალისტს ემუქრებიან - ამის შესახებ ინფორმაციას “მოზაიკა" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ჟურნალისტსა და მის ოჯახზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს. 

ტელევიზაში ამბობენ, რომ ფაქტის შესახებ უკვე აცნობეს სახალხო დამცველს.

“16 წლის არის, მუშაობს ჩვენთან და ახლა ვიგებთ, რომ მასა და მის ოჯახს უკავშირდებიან და ეუბნებიან, რომ სჯობს, გიორგი ჟურნალისტურ საქმიანობას ჩამოშორდეს, რათა რამე შარში არ გაეხვეს”, - ამბობენ ტელევიზიაში.

არსებული ინფორმაციით, "TV ივერიას” ჟურნალისტი სპორტულ ამბებს აშუქებს. სწორედ ის იმყოფებოდა 15 ივნისს, ხაშურის სტადიონზე, როდესაც “გლდანსა’ და “ივერიას” შორის დაპირისპირება მოხდა. 

ამავე თემაზე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი