ჩემს თაობას ვეუბნები, ვინც აქციაზე მივიდა, მაგარი სი*ები, ქვეყნის მტრები ხართ - სამგორის გამგებელი

გამოქვეყნდა:

სამგორის გამგებელი, კახა სამხარაძე წერს, რომ მისი თაობის წარმომადგენლები, რომლებიც 20 ივნისს "შინ ევროპისკენ" აქციას დაესწრნენ ქვეყნის მტრები და სი*ები არიან. Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში სამხარაძე წერს, რომ ვისაც სურს პასუხი პირადად გასცეს, მზადაა.

"გუშინ ვფიქრობდი დამეწერა, რომ ხვალ აქციაზე გასვლას თუ აპირებთ, ნუ დაუშვებთ შეცდომას, მაგრამ ვიფიქრე, მე ჩემს თაობაზე მაქვს აქცენტი, რომ ჩემმა თაობამ ბევრი ჭირ-ვარამი გადავიარეთ და ყველაფერი სწორად შევაფასეთ და იმედი მქონდა, რომ თქვენ შვილებს, გვერდზე მდგომებსაც შეუძახებდით შეცდომა არ დაეშვათ!

მე არ ვიცი ვინ როგორ მოიქცა, მაგრამ დღეს იქ ვინც მივიდა, მე ისევ ვიმეორებ ჩემს თაობას ვეუბნები, მაგარი სირები ხართ, ქვეყნის მტრები ხართ და ვისაც გინდათ პასუხი პირადად გაგცეთ მზად ვარ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე შევხვდეთ, ვისაც გეტკინათ", - წერს კახა სამხარაძე. 

ცნობისთვის, გუშინ მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი აქცია, "შინ ევროპისკენ" გაიმართა. "ნეტგაზეთის" დათვლით აქციას მინიმუმ 120 000, მაქსიმუმ კი 160 000 ადამიანი დაესწრო. მოქალაქეები პარლამენტის წინ ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი