იყო შესანიშნავი მობილიზება და სიმტკიცე, ოპტიმიზმის იმედი არსებობს - საფრანგეთის ელჩი აქციაზე

გამოქვეყნდა:

20 ივნისს რუსთაველზე გამართულ აქციას, საქართველოში საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლასი გამოეხმაურა.  მისი თქმით, გუშინდელმა შეკრებამ აჩვენა ხალხის დიდი მობილიზება და შეუპოვრობა.

როგორც კოლასმა აღნიშნა, ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე ოპტიმიზმის იმედი არსებობს, რადგან ევროკომისია საქართველოს ევროპულ პერსპექტივას აღიარებს.

"უნდა დაველოდოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპული საბჭო, თუმცა გუშინდელმა მშვიდობიანმა, კანონიერმა და ძალიან საინტერესო პროტესტმა აჩვენა ქართველი ხალხის დიდი მობილიზება და შეუპოვრობა. იყო შესანიშნავი მობილიზება და სიმტკიცე. ჩემი აზრით, ევროკომისიის შეთავაზებაზე მობილიზაციისადა ოპტიმიზმის იმედი არსებობს, რადგან გვაქვს ევროპული პერსპექტივის აღიარება, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ასევე გვაქვს მკაფიო გზამკვლევი რეფორმებისა და წინსვლისთვის, ეს ძალიან ოპტიმისტური და პოზიტიური შედეგია. მოულოდნელი არაა, რომ ევროკავშირს აქვს გარკვეული მოლოდინები, ის რაც წინსვლისთვის გვსურდა რომ გვეხილა, ვიხილეთ - ესაა მობილიზაცია და შეუპოვრობა ", - თქვა დიეგო კოლასმა.

ცნობისთვის, გუშინ მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი აქცია, "შინ ევროპისკენ" გაიმართა. "ნეტგაზეთის" დათვლით აქციას მინიმუმ 120 000, მაქსიმუმ კი 160 000 ადამიანი დაესწრო. მოქალაქეები პარლამენტის წინ ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი