
ჩვენი შეთავაზებული საარჩევნო კოდექსი სამართლიანობის პრინციპს დაამკვიდრებს - ასე აფასებენ მთავრობის წევრები საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს. მათი თქმით, ეს ცვლილებები ეუთო/ოდირის თითქმის ყველა დასკვნას ითვალისწინებს.
რაც შეეხება შემოწირულობის საკითხს, აქაც იყო ხოლმე საკმაოდ სპეკულაციური საკითხები, როდესაც ერთი პარტია სხვა პარტიის სასარგებლოდ ახორციელებდა ისეთი ტიპის დახმარებას, რომელიც პირდაპირი წესით არ გადიოდა შემოწირულობაში, თუმცა საერთო კონსესუსი იყო ისე, რომ თუ ვუდგებით საკითხს, რომ საჭიროა პარტიული განვითარებისთვის ხელშეწყობა, მაშინ ყველა პარტიამ უნდა იზრუნოს იმ ხედვების წარმოდგენაზე მათი ამომრჩევლისთვის, რომელსაც ეფუძნება მათი პარტია, - ამბობს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.
მისი თქმით, მათი ამოცანაა ბალანსი იყოს დაცული სიძულვილის ენის საყოველთაო დაგმობაზე და საარჩევნო კამპანია უნდა ეფუძნებოდეს არა სიძულვილის ენას, არამედ ამომრჩევლებთან ხედვების წარმოჩენას.
"ქართული ოცნების" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში სიძულვილის ენის თემა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.
ჩვენ გვახსოვს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც გაჯერებული იყო ოპოზიციური სპექტრის მხრიდან სიძულვილის ენით, პირდაპირ შეგვიძლია ეს ვთქვათ. ცხადია, ეს მიმართულება აზრიანებს საარჩევნო პროცესს და ჩვენი ქვეყანა იმსახურებს უფრო ჯანსაღ საარჩევნო გარემოს, - აცხადებს იგი.
რამდენიმე საათში გავიგებთ, რა ცვლილებები იქნება შეტანილი პარტიული კოორდინატორებისა და საარჩევნო კომისიების ფორმირების წესში.