ჯერ უნდა გადავწყვიტოთ ტერიტორიული პრობლემები და შემდეგ გავხდეთ NATO-ს წევრი - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

"ჩვენი მოტივაციაა, რომ გავხდეთ NATO-ს წევრი. ეს დამოკიდებულია ჩვენს სტრატეგიულ მზაობასა და მოთმინებაზე. ჩვენ გვესმის, რომ მხოლოდ ჩვენს სურვილზე არაა NATO-ში გაწევრიანება დამოკიდებული, კონსენსუსი უნდა შედგეს ალიანსის ყველა წევრ სახელმწიფოს შორის, რომ საქართველოს მიენიჭოს NATO-ს წევრობის სტატუსი. ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, უნდა გადავწყვიტოთ ჯერ ეს საკითხი და შემდეგ გავხდეთ NATO-ს წევრი. ეს არის ჩვენი ევროპელი და NATO-ს წევრი ქვეყნების მოსაზრება."

აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ეკონომიკურ ფორუმზე საუბრისას. [თარგმანი "იმედი"]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი