სააკაშვილის და დიღმელაშვილის წასალეკი ქვეყანა ჩვენ არ გვაქვს - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"როგორც მოგეხსენებათ, ევროპა უნდა ბევრად მეტს, თუნდაც ვიდრე გუშინ იყო გამოსული, გუშინ ბევრი ადამიანი იყო გამოსული რუსთაველზე, თუმცა არის 3 მილიონი ადამიანი, და მეტი საქართველოში დამატებით, რომელიც მხარს უჭერს ევროპას, ეს არის საქართველოს მოსახლეობის 85% გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ ეს მიზანი, ევროინტეგრაცია, პირდაპირ არის დაფიქსირებული საქართველოს კონსტიტუციაში. [...]

გუშინ დიდი ხანი ითმინეს აქციის ორგანიზატორებმა, ისინი არ აჟღერებდნენ პოლიტიკურ გზავნილებს, იმისთვის, რომ ხალხი არ დაშლოდათ, მაგრამ ბოლოს მაინც გახმოვანეს ბაკურიანის გეგმა, გეგმა, რომელიც ითვალისწინებს შულავერის კომიტეტის გამომზეურებას და რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის წალეკვას. ეს იყო ტერმინი, რომელიც გუშინ გამოიყენა "სირცხვილიას" ერთ-ერთმა ლიდერმა. მე პირდაპირ გეტყვით, რომ სააკაშვილის და დიღმელაშვილის წასალეკი ქვეყანა ჩვენ არ გვაქვს. ქვეყნის წალეკვის მორიგი მცდელობაც იქნება წარუმატებლად დასრულებული".

თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 20 ივნისს გამართულ აქციაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი