"გუშინ ნაცების მიერ ორგანიზებულ აქციაზე იმდენი არანაცი და ევროპული იდეის მომხრე მივიდა, რომ აქციის ორგანიზატორებს თავისი ბელადის ავტომატურად უარყოფა მოუწიათ და საერთოდ არ უხსენებიათ მიხეილ სააკაშვილი. ეგ იყო რაც დაგვრჩა გუშინდელი აქციიდან. უნდა ვთქვათ, რომ ეს იყო ბევრი პოლიტიკური შეხედულების, აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანებისგან შემდგარი, მათ შორის ნაცმოძრაობის მომხრეებისგან, მათ შორის, დღეს უკვე აღარ გაგიკვირდებათ, ჩვენი მომხრეებისგანაც აღმოჩნდა შემდგარი აქცია, რომლებისთვისაც მთავარი მიზანი იყო დაფიქსირებული ევროპის მიმართ მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცოდა, რომ ამ აქციის ორგანიზატორები იყვნენ ნაცმოძრაობის და მისი ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები".
თქვა "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.