
ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, უკრაინაში არსებული დეოლიგარქიზაციის კანონი საქართველოში რომ ამოქმედდეს, პირდაპირ გამოჩნდება, რომ ოლიგარქი არა, ბიძინა ივანიშვილი, არამედ დავით კეზერაშვილი და მამუკა ხაზარაძე არიან.
"ამ კანონის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი ვერაფრით ჩაითვლება ოლიგარქად, მაგრამ ჩაითვლებიან კეზერაშვილი, ხაზარაძე და სხვები, რადიკალური ოპოზიციის ლიდერები“, - თქვა კობახიძემ.
კობახიძის განმარტებით, უკრაინაში მოქმედი კანონის თანახმად, ოლიგარქად ითვლება ადამიანი, რომელიც შემდეგ 4 კრიტერიუმიდან სამს მაინც აკმაყოფილებს:
კობახიძის მტკიცებით, ივანიშვილი ჩამოთვლილი ოთხი კრიტერიუმიდან, მხოლოდ ერთს - პირველ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, კეზერაშვილი და ხაზარძე კი სამ კრიტერიუმს: "ერთი მტკიცებულება მოიტანეთ თქვენ იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს რაიმე გავლენა ან პოლიტიკაზე ან მედიაზე" , - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს.
გარდა კეზერაშვილისა და ხაზარაძისა, კობახიძემ ოლიგარქად მიხეილ სააკაშვილი დაასახელა:
"85 მილიონ დოლარზე მეტი მას აქვს, დღემდე ამ ნაძარცვ ფულს, მათ შორის პოლიტიკაშიც დებს, პოლიტიკაში პირდაპირაა - არაფორმალური ლიდერია მთავარი ოპოზიციური პარტიის და რაც შეეხება მედიაზე გავლენას პირდაპირ აფინანსებს საკუთარ საკუთრებაში არსებულ ტელევიზიებს", - თქვა მან.