საკორინთლოსა და დვანში საოკუპაციო ძალებმა სანგრები გათხარეს

გამოქვეყნდა:

საოკუპაციო ძალებმა კასპის მუნიციპალიტეტში სანგრები გათხარეს. სამუშაოები სოფელ საკორინთლოში განხორციელდა. ანტისაოკუპაციო  მოძრაობის ლიდერის, დათო ქაცარავას მიერ დრონით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ თხრილების სიღრმე ერთ მეტრზე მეტია.  

ოკუპანტებმა თხრილები გააკეთეს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანშიც. 

ბორდერიზაციის ფაქტებს ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ლილუაშვილის უწყებაში ამბობენ, რომ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი