
ზარქუა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ნაწილში, ოპოზიციას მოუწოდებს "გაჩუმდეს" ხოლო დანარჩენს "მთავრობა შეასრულებს". მან კოლეგებს საპარლამენტო ტრიბუნიდან მიმართა:
"მინდა კიდევ ერთხელ ზოგიერთ ბრიყვთათვის, რომელიც ჩემამდე გამოვიდა ხაზი გავუსვა და ვუთხრა, რომ საქართველოს მიმართ წაყენებული კრიტერიუმები რაც არის, მათ შორის არის უკრაინისთვის და მათ შორის არის მოლდოვასთვის. ერთი ერთში ხვდება ბევრი რამე. ჩვენ, საქართველოს მთავრობას გვაქვს 11-ნახევარი პუნქტი შესასრულებელი, თქვენ გაქვთ ნახევარი პუნქტი. ეს არის რომ რამენაირად გაჩუმდეთ. ეს ღვარძლი, ბოღმა, შეურაცხმყოფელი განცხადებები მოთოკოთ და გაჩუმდეთ. ეს მაინც შეასრულეთ და დანარჩენს ჩვენ შევასრულებთ" თქვა ზარქუამ.