იაპონიამ საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში შეშვება დროებით აკრძალა - გადაწყვეტილება ოფიციალურმა ტოკიომ გუშინ გამოაქვეყნა.
საქმე ეხება მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების შეჩერებისა და მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მიიღეს. მსოფლიოს 129 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეები, იაპონიაში სტუმრობას შეზღუდვების შემსუბუქებამდე ვერ შეძლებენ.