ივანიშვილი, ივანიშვილი და კიდევ ერთხელ ივანიშვილი! ეს არის მთავარი პრობლემა - ვაშაძე

გამოქვეყნდა:

„მთავარი ამოცანა, რომელიც ჩვენ დეკემბრამდე გვაქვს შესასრულებელი, არის დეოლიგარქიზაცია. შესაბამისად, მინდა დავასახელო ის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც დღეს საქართველოშია და ამ პრობლემის სახელი და გვარი არის ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილი, ივანიშვილი და კიდევ ერთხელ ივანიშვილი! ეს არის მთავარი პრობლემა და აბსოლუტურად მშვიდად და წყნარად მინდა ამ ტრიბუნიდან მას მივმართო - ბატონო ბიძინა, თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ შანსი მიტაცებული ძალაუფლება დაუბრუნოთ ხალხს, დაუბრუნოთ იმ ადამიანებს, რომლებიც გუშინ იყვნენ შეკრებილები რუსთაველზე; დაუბრუნოთ იმ ათიათასობით ქართველს, რომელიც ემიგრაციაშია წასული უმძიმესი გაჭირვებიდან გამომდინარე. თქვენ კიდევ გაქვთ შანსი აბსოლუტურად მშვიდად და წყნარად გაერიდოთ ძალაუფლებას და უთხრათ მთელ მსოფლიოს რომ თქვენ მზად ხართ დათმოთ მიტაცებული ძალაუფლება. ამის გარეშე არაფერი გამოვა. თუ ასე არ მოხდა, სამწუხაროდ, ჩვენ მოგვიწევს ბრძოლა იმისთვის, რომ ხალხს დავუბრუნოთ ძალაუფლება და ამ ბრძოლის გეგმას 24-ში სხვა თანამოაზრეებთან ერთად გავაცნობთ საზოგადოებას. ჯერი თქვენზეა, მივმართავ ბატონ ივანიშვილს, ახლა თქვენ უნდა გასცეთ პასუხი იმ ასობით ათას გულანთებულ პატრიოტს - უბრუნებთ თუ არა ძალაუფლებას?!"

განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი