გაწყვეტილი გვაქვს ურთიერთობაო და დედის გინებას ხომ არ დაიწყებს? - მდინარაძე ღარიბაშვილის პასუხზე

გამოქვეყნდა:

გაწყვეტილი გვაქვს ურთიერთობაო და დედის გინებას ხომ არ დაიწყებს? - ასე ხსნის მამუკა მდინარაძე ღარიბაშვილის დუმილს კითხვაზე, "ენდობა თუ არა პუტინს"?

მდინარაძის ახსნით, ირაკლი ღარიბაშვილის დუმილზე უფრო მკაფიო პასუხი არ არსებობს.

"გაწყვეტილი გვაქვს ურთიერთობაო და დედის გინებას ხომ არ დაიწყებს? თქვენ გინდათ, უფრო მკაფიო შეფასება, ვიდრე გაწყვეტილი ურთიერთობები და ოკუპანტი ქვეყნის მიმართ ასეთი პოზიციის დაფიქსირება, უფრო მკაფიო პასუხი არ არსებობს, ურთიერთობები გვაქვს გაწყვეტილი და ბოლო-ბოლო უნდა ჩამოვყალიბდეთ რა გვინდა, ეს ქვეყანა არის შავი ხვრელი რუსეთის სასარგებლოდ, თუ ევროპული სახელმწიფო რომელიც ნამდვილად იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას ამაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ და ასეთი კითხვები ჩემი საქმე არ არის მაგრამ, არ უნდა დავსვათ" - ამბობს  მდინარაძე

ენდობა თუ არა პუტინს - ეს შეკითხვა ირაკლი ღარიბაშვილს კატარის ეკონომიკურ ფორუმზე დაუსვეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი