ყველა პარტიამ თავის ისტორიას გადახედოს ვინ რა გააკეთა ევროპული ამ ქვეყანაში. ევროპა ადამიანის უფლებების პატივისცემაა, ევროპა არის ჯანდაცვა და განათლება, ევროპა სიტყვის თავისუფლება და მრავალფეროვანი მედიაა. ევროპა არის კანონის უზენაესობა, საკუთრების უფლების დაცვა და ბიზნესის თავისუფლება. ევროპა პოლიტიკური პლურალიზმი და წარმომადგენლობითი პარლამენტია, ევროპა არჩევნების შედეგების პატივისცემაა და არა ბოიკოტი. ევროპა უნარია რომ რაღაც ახლის ასაშენებლად არ დაანგრიო რაიმე უფრო მნიშვნელოვანი. ევროპა სტაბილურობა და უსაფრთხოებაა.
როცა რეგიონში ომია და დიდი გამოწვევების წინაშე ვართ მშვიდობა და ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ აუცილებლად. ხელისუფლება განვაგრძობთ თანამშრომლობას ევროკავშირთან და სწრაფვას საერთო ევროპული ოჯახისკენ. საზოგადოების უდიდესი მხარდაჭერა ამ მიმართულებით დიდ მოტივაციას გვაძლევს. ამ რთულ მომენტში წარმატებებს ვუსურვებთ მეგობარ უკრაინას და მოლდოვას, შევხვდებით ევროპაში.
თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში.