"უკვე მეოთხე დღეა სიცხე აქვს... თუმცა მისთვის მთავარი გუშინდელი დღე იყო" | ეკა ხერხეულიძემ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივა მედში" თანაგუნდელმა, ეკა ხერხეულიძემ მოინახულა. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და უკვე მეოთხე დღეა ტემპერატურა აქვს, თუმცა ახლა მისი მთავარი საფიქრალი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებია.  

უკვე მეოთხე დღეა სიცხე აქვს. იყო "კატეს" შემოწმებაზე, ახლა დაბრუნდა პასუხი არ ვიცი ამის შესახებ როგორი.. აქვს ტემპერატურა 37.7, თუმცა მისთვის მთავარი იყო გუშინდელი დღე. აღფრთოვანებულია გუშინდელი დღით და ამბობს, რომ ქართველი ერი ასეთი ჯანსაღი არასდროს ახსოვს. ასეთი ერთიანი, ერთსულოვანი, მიზანთან ძალიან ახლოს და ფიქრობს, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შანსი ქარს არ გავატანოთ და შედეგი მივიღოთ. ქართველი ხალხი ღირსია, რომ იყოს ევროპის განუყოფელი ნაწილი და ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს" - ამბობს ეკა ხერხეულიძე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი