
კუნძულ ზმეინზე, რომელიც რუსეთს აქვს ოკუპირებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საჰაერო იერიში მიიტანეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, განხორციელდა "მიზნობრივი იერიშები". მათივე ცნობით, სამხედრო ოპერაცია ამჟამადაც მიმდინარეობს და დასრულებამდე დამატებითი ინფორმაციას ვერ გაასაჯაროებენ.
ზმეინის კუნძული იყო რუსეთის ერთ-ერთი პირველი სამიზნე, მას შემდეგ რაც უკრაინაში შეიჭრა. სწორდ ამ კუნძულის მცველებს მოსთხოვა რუსულმა ხომალდმა დანებება და მიიღო პასუხი, რომელიც მთელი ომის მანძილზე, უკრაინის წინააღმდეგობის მთავარი სიმბოლო გახდა [Русский военный корабль, иди на хуй]