"რეალური საქართველო რეალური ევროპაა" | ქართველი ხალხის მანიფესტი და საერთო სახალხო მოძრაობა

გამოქვეყნდა:

ახალი სახალხო მოძრაობა ბრძოლას იწყებს. მრავალათასიანი ევროპული აქციის შემდეგ პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები ერთიანდებიან და დეოლიგარქიზაციის მიზნით გადამწყვეტი ქმედებების განხორციელებას გეგმავენ. ამ საერთო სამოქალაქო ორგანიზაციას ეროვნული საბჭო ჩაუდგება სათავეში, რომელიც კონკრეტულ გეგმებს 24 ივნისს გამოაცხადებს. 

სწორედ ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ გახდება ცნობილი, როგორ იმოქმედებს სახალხო მოძრაობა. ევროკავშირის წევრობაზე უარი განსაკუთრებული სამოქალაქო და პოლიტიკური აქტიურობის მიზეზი გახდება, რომლის მიზანიც "ქართული ოცნების" ხელისუფლების ჩამოშლა იქნება, იმ მიზნით, რომ სრულად განხორციელდეს გუშინ აქციაზე შეკრებილი ათასობით მოქალაქის ნება. ამ პოლიტიკური ნების არსებობას თვით ქართულ ოცნებაშიც კი აღიარებენ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი