თეა წულუკიანის მიერ ათობით მეცნიერის, მათ შორის არქეოლოგების გათავისუფლების შემდეგ, კულტურის სამინისტრომ ახალგაზრდებში არქეოლოგიის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, კონკურსი სახელწოდებით - „არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად“ გამოაცხადა.
კონკურსისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 20 000 ლარს და კონკურსის მონაწილე ახალგაზრდა არქეოლოგები გამოცდილ არქეოლოგებთან ერთად იმუშავებენ.
სამინისტროს ცნობით, იდენტური კონკურსი შარშანაც გამოცხადდა. მის ფარგლებში დაფინანსდა 4 პროექტი:
- „ზემო რაჭაში სტიქიის შედეგად დაზიანებული არქეოლოგიური ძეგლების გამოვლენა, აღრიცხვა, ფიქსაცია“;
- „არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს“;
- „უნდო კლდე 1-ის დათარიღება და სტუდენტების პრაქტიკა: სწავლება კვლევასთან ერთად“;
- ,,ხვამლის არქეოლოგიური ექსპედიცია ახალგაზრდებთან ერთად“.
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გასაჯაროვდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე არაუგვიანეს 2022 წლის 13 ივლისისა.