"მარიუპოლი წინააღმდეგობას გმირული გარნიზონის ევაკუაციის შემდეგაც აგრძელებს" | ანდრიუშენკო

გამოქვეყნდა:

მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშენკო ამბობს, რომ "აზოვსტალის ქარხანაში" ნაღმებისგან გაწმენდის სამუშაობს ორი რუსი ოკუპანტი ემსხვერპლა.

ანდრიუშენკო წერს, რომ მარიუპოლის დამცველების ევაკუაციის შემდეგაც კი, ქალაქი ბრძოლას განაგრძობს. 

"დღეს რუსმა გამნაღმველებმა სამხედროებთან ერთად განაღმვის სამუშაოები ჩაატარეს აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე. შედეგი - მინუს ორი ოკუპანტი წავიდა კობზონთან ერთად სამღერად. აფეთქების ხმა ქალაქის ნახევარმა გაიგო. ტრაგედიას ისიც ემატება, რომ ოკუპანტები მათ რატომღაც საკუთარ სამხედროებს ენერგეტიკოსებს უწოდებენ. შესაძლოა, რცხვენიათ აღიარება, რომ მარიუპოლი აგრძელებს წინააღმდეგობას მარიუპოლის გმირული გარნიზონის ევაკუაციის შემდეგაც" - წერს მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშენკო.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი