რუსეთში, როსტოვის ოლქში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის

გამოქვეყნდა:

მორიგი ხანძარი რუსეთში. როსტოვის ოლქში, ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის - ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ტელეგრამ არხზე ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ხანძარი ადგილობრივი დროით 9:25 საათზე გაჩნდა და 50 კვ.მ. ფართობზე გავრცელდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი