ანტარქტიდაზე ტემპერატურის სწრაფმა მატებამ გლობალური საფრთხის პრობლემა შექმნა - დასკვნა მეცნიერებისა და მკვლევარების ჯგუფმა გამოაქვეყნა.
კვლევებმა აჩვენა, რომ კონტინენტის სამხრეთ ნაწილში ბოლო 30 წლის განმავლობაში ყინულის საფარის დნობა 3-ჯერ გაიზარდა. დნობის პროცესის ამ ტემპით შენარჩუნებამ, შესაძლოა, მსოფლიო ოკეანის დონის მომატებისა და გლობალური დათბობის საფრთხე შექმნას.