
მოსკოვში, აშშ-ს საელჩოს საზღვაო ატაშემ დეილ სამუელმა დედაქალაქში ველოსიპედით სეირნობისას გადაიღო ფოტო, სადაც ჩანს, რომ შუა თითს აჩვენებს რუსულ "Z" სიმბოლოს, რომელიც ბოძზეა მიწერილი.
ხოლო, როდესაც სამუელი მიხვდა, რომ ის სათვალთვალო კამერაშიც ჩანდა, უკვე მანქანაში მჯდომმა, შუა თითი ამჯერად კამერას უჩვენა.
ამ ქმედებამ რუსთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა აღაშფოთა - "სახელმწიფო დეპარტამენტისთვის კანონები არ დაწერილა: ელჩები წვავენ ხიდებს, სანამ ყველას არ გააძევებენ მოსკოვიდან, იყენებენ თითებს, ასფალტს და ბოძებს“, - წერს ზახაროვა ტელეგრამის არხზე.