მათ აქვთ გარკვეული გეგმა შემუშავებული. 2 თვის წინ, როდესაც შეიკრიბნენ ბაკურიანში, როგორც მათ გამოაცხადეს, ეს არის "წალეკვის გეგმა", მათი ტერმინია, რომელიც გამოიყენეს წინა აქციაზე. ეს არის გეგმა, რომელსაც არ უწერია განხორციელება. ამის იქით ისინი რა თქმა უნდა ვერ ფიქრობენ, ვერ ფიქრობენ იმაზე, რომ მათი მხრიდან შესასრულებელი პირველი პუნქტი, რომელიც შეიმუშავა ევროპულმა კომისიამ, ეს არის - დეპოლარიზაცია. ნაცვლად იმისა, რომ ისინი ფიქრობდნენ ამ პირველი პუნქტის შესრულებაზე, ისინი ყველაფერს საპირისპიროდ აკეთებენ. ეს არის მათი სახე. აქედან ჩანს, რომ სწორედ ისინი არიან, ვისაც არ უნდა ევროპა.
თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 24 ივნისს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას, სადაც მოქალაქეები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას მოისმენენ.