მარგველაშვილის წერილში წერია ჩემი მახინჯი გოგო მოიყვანე ცოლადო, ხელს ვერ მოვაწერთ - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აზრით, მეოთხე პრეზიდენტის წერილში, რომელიც ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას სთხოვს სიყალბეა. მან წერილი შეადარა "მახინჯი გოგოს გათხოვებას" და თქვა, რომ ამის გამო მას ხელი არ მოაწერეს.

მისივე აზრით, ბევრად უფრო ლამაზები ვართ, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა.

"ამ დოკუმენტში წერია, რომ ქვეყანა არის საშინელ მდგომარეობაში მაგრამ მაინც უნდა მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი, რაც მათ ფარსზე, სიყალბეზე მეტყველებს და იმაზე, რომ ნებისმიერი მათი ასეთი ნაბიჯი არის ყალბი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როცა გინდა შენ შენი შვილი გაათხოვო არავის არ ეუბნები, რომ ჩემი მახინჯი გოგო მოიყვანე ცოლადო, ეს წერია მარგველაშვილი წერილში ზუსტად, რომ ჩვენი მახინჯი გოგო იქნება მოიყვანო ცოლადო და არ ვართ ჩვენ მახინჯი გოგო და შესაბამისად ამას ხელს ვერ მოვაწერთ", - ამბობს კობახიძე. 

გიორგი მარგველაშვილმა წერილი დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს გადასცა. მას ხელს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და 2016 წლამდე პარლამენტის თავმჯდომარეები აწერენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი