2008 წლის ომი ტრაგედია იყო, რაც ჩვენ გამოვიარეთ და რა სირცხვილიც ვნახეთ - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური მოხსენების წარდგენის დროს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების წევრები 2008 წლის დროს ქვეყნიდან გარბოდნენ. 

ღარიბაშვილის განცხადებით, ომი ტრაგედია, უბედურება იყო და სირცხვილი ვნახეთ. ღარიბაშვილმა ოპოზიციის დეპუტატს "საცოდავი" და "არარაობა" უწოდა.

"2012 წლამდე, ომის შემდეგ ანუ, ომი როგორც კი დასრულდა, რამდენიმე თვეში, ჯერ საერთოდ ომი ტრაგედია იყო, უბედურება იყო, რაც ჩვენ გამოვიარეთ და რა სირცხვილიც ვნახეთ, ამათი მიწაზე მოფორთხიალე მთავარსარდალი ეგრეთ წოდებული და გამოქცეული თავდაცვის მინისტრი და გაქცეული დეპუტატები, ქვეყნიდან გარბოდნენ. ქვეყნიდან გარბოდით თქვენ! თქვენ! ვინ ომობდა?! ჯარი ომობდა, პოლიცია ომობდა", - თქვა ღარიბაშვილმა. 

ამ სიტყვას პარლამენტში ოპოზიციის მხრიდან ხმაური მოჰყვა. ღარიბაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატის მისამართით თქვა - "საცოდავი ადამიანი ხარ, მანიაკების ისა ხარ, მხარდამჭერი".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი