"აკო, აკუნა, ნუ არტისტობ" - ღარიბაშვილი აკაკი მინაშვილს

გამოქვეყნდა:

ღარიბაშვილის განცხადებას, რომ წინა ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია ომის მერე, რუსეთისთვის სანქციების დასაწესებლად, ენმ-ს წევრის, აკაკი მინაშვილის მხრიდან ხმაური მოჰყვა. მან ღარიბაშვილი სიცრუეში დაადანაშაულა, ღარიბაშვილმა კი ასე უპასუხა - „ნუ ყვირი, კაცო. კარგად იცი ეს შენ. ნუ არტისტობ ახლა, აკო, აკუნა, ნუ არტისტობ, არ გინდა, წყნარად იყავი“, - მიმართა ღარიბაშვილმა მინაშვილს.

გარდა ამისა, ღარიბაშვილი დღეს ამტკიცებდა, რომ სწორედ ომის შემდეგ გადასცა ენმ-ს ხელისუფლებამ რუსეთს სტრატეგიული ობიექტები. ოპოზიციის დეპუტატებმა მას დაკონკრეტება მოსთხოვეს, რაზეც ღარიბაშვილმა თქვა, რომ საუბარია "ათეულობით ენერგეტიკულ ობიექტზე". 

ამის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციას "ნერვების მოთოკვისკენ" მოუწოდა  

"თუ ნერვების მოთოკვა არ შეგიძლიათ, ესეც გვითხარით და დატოვეთ დარბაზი, აქ სხვები, კოლეგები უსმენენ", - თქვა პაპუაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი