ბრიტანეთმა რუსულ დელეგაციას, რომელიც ეუთოს სესიაზე მიემგზავრებოდა, ვიზებზე უარი უთხრა

გამოქვეყნდა:

ბრიტანეთმა ვიზებზე უარი უთხრა რუსეთის დელეგაციის წევრებს, რომლებსაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, გადაწყვეტილება რუსეთის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ჯაბაროვმა გაასაჯაროვა. ჯაბაროვი ამბობს, რომ რუსეთი არ აღიარებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის გადაწყვეტილებებს, რომელშიც რუსეთის დელეგაციის წევრები ვერ მიიღებენ მონაწილეობას.

"სამწუხაროდ, მივიღეთ აღმაშფოთებელი პასუხი, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა ვერ გასცემს ვიზებს რუსეთის დელეგაციაზე, რა მიზნითაც არ უნდა სტუმრობდეს ის ქვეყანას“, - თქვა ჯაბაროვმა. 

ცნობისთვის, ორგანიზაციის მომდევნო 29-ე სესია 2-6 ივლისს, ბირმინგემში გაიმართება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი