"დღეს ჩვენ ვნახეთ მცდელობა, მიუხედავად იმ რეკომენდაციებისა, რაც ჩვენ ევროკომისიამ გვთხოვა და გვითხრა, დეპოოლარიზაციაო. ჩვენ ვნახეთ, თურმე როგორ ესმით, პირველივე დღესვე დაარღვიეს. ქალბატონო ხატია [დეკანოიძე], სულ ტყუილად ცდილობთ თქვენ, რამდენიმე დღის წინ აქცია რაც გაიმართა, რომ მიითვისოთ. იქ ნაციონალური მოძრაობა უმცირესობაში იყო"... - ასე მიმართავს "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა ხატია დეკანოიძეს პარლამენტში იმ დროს, როცა მანამდე, მმართველი პარტიის უმეტესი წევრი, მათ შორის თბლისის მერი ამბობდა, რომ 20 ივნისს, მოძრაობა "სირცხვილიას" მიერ ორგანიზებული აქცია "შინ ევროპისკენ" ენმ-ის აქცია იყო.
მანამდე კი ზარქუამ თქვა ისიც, რომ ზარქუა 24 ივნისს დაგეგმილ აქციაზე "შეიძლება თვითონაც იყოს".