ავსტრალიაში, ვიქტორიას შტატში მიიღეს კანონი, რომელიც კრძალავს ნაცისტური სიმბოლოს ე.წ "სვასტიკის" გამოფენას ან დახატვას, - ამის შესახებ ინფორმაციას bbc ავრცელებს.
შტატის პრემიერის, დენ ენდრიუსის თქმით, არავის აქვს უფლება, გაავრცელოს რასიზმი, სიძულვილი ან ანტისემიტიზმი.
კანონის დამრღვევს თავისუფლების აღკვეთა, ან 22 000 ავსტრალიური დოლარის გადახდა მოუწევს. როგორც მედია წერს, იგივე კანონის ამოქმედებას ავსტრალიის კიდევ სამი შტატი გეგმავს.
ვიქტორია გახდა ავსტრალიის პირველი შტატი, რომელმაც ნაცისტური "სვასტიკის" ჩვენება აკრძალა.
ცნობისთვის, ანტისემიტიზმზე საუბარი ავსტრალიაში უკვე რამდენიმე წელია გააქტიურებულია. ეს 2020 წელს მომხდარ ამბავს უკავშირდება, როდესაც წყვილმა საკუთარი სახლის კედელზე გამოფინა დროშა, რომელზეც ე.წ "სვასტიკა" იყო გამოსახული და რასაც საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.