დაასრულეთ კოჰაბიტაცია - "ქართული ოცნების" დეპუტატის, ირმა ზავრადაშვილის თქმით, პრემიერ ღარიბაშვილს მოსახლეობის სურვილი გადასცა. ზავრადაშვილის აზრით, ეს საკითხი იმაზე არანაკლებ ადამიანს აწუხებს და სურს, ვიდრე ევროინტეგრაცია.
"წინააღმდეგ შემთხვევაში, ესენი [ოპოზიცია], ასე უზრდელურად გააგრძელებენ ამ ქვეყნის მავნებლობას. ეს არის მართლა ხალხის სურვილი და გადმოგცემთ ბევრი ადამიანის სურვილს გზავნილის სახით." თქვა ზავრადაშვილმა. ამის შემდეგ კი უკვე კითხვა დაუსვა.
ზავრადაშვილი დაინტერესდა, რა გამოწვევებს გადააწყდა და რა დაინახა ხელშესახები ღარიბაშვილმა რეგიონებში სიარულის დროს.