პრეზიდენტმა მოსმენების შესახებ კანონს ვეტო დაადო

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსმენების შესახებ კანონს ვეტო დაადო. განცხადება პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ გააკეთა.

"დღეს ვიყენებ ვეტოს კანონზე, რომელიც ეხება მოსმენებს, ამდენად ადამიანების უფლებების შეზღუდვას, ვიყენებ იმიტომ რომ ეს იყოს ნიშანი, რომ მე არ ვეთანხმები. ვიცი ეს დაძლეული იქნება, და არ შეცვლის შინაარსობრივად. ყოველ კანონზე, რომელიც ამ 6 თვეში იქნება მიღებული არასწორი მიმართულებით, მე დავადებ ვეტოს და ავხსნი რატომ ვდებ ვეტოს - ეს პოლიტიკური ვეტოა, ვიდრე სამართლებრივი, არ შეიძლება ამ დღეებში მიღებული იყოს ასეთი კანონი, რომელიც კიდევ ავიწროებს ადამიანის უფლებებს, როცა პირიქით გვთხოვენ, რომ მივცეთ მეტი გარანტიები, ვიყოთ უფრო დემოკრატიული, უფრო ევროპელი", - თქვა ზურაბიშვილმა.

კანონპროექტი "ქართული ოცნების" დეპუტატების ინიცირებულია და ის პარლამენტმა მესამე მოსმენით  7 ივნისს მიიღო. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების პროექტს მხარი 78 დეპუტატმა დაუჭირა. გახანგრძლივდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები და გაიზარდა ის დანაშაულები, რომლებზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება დასაშვები. ცვლილებებით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საერთო ვადა არაუმეტეს 9 თვემდე გაიზარდა და ის სამ ეტაპად ჩატარდება, გარდა საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებისა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი