"უზრდელები ხართ!" | კალაძემ ჟურნალისტებს "საქმე გაურჩია"

გამოქვეყნდა:

"რატომ უზრდელობ, პროფესიული მოვალეობა კი არა, უზრდელობაა ეგ" - თბილისის მერი ჟურნალისტების მიერ დასმულმა კითხვებმა გააღიზიანა და კვლავ ჟურნალისტებს დაუპირისპირდა. 

როდესაც ჟურნალისტები თბილისის მერისთვის კრიტიკული კითხვების დასმას ცდილობდნენ, კალაძე მედიის წარმომადგენლებს მიუთითებდა, რომ დამორჩილებოდნენ თავისსავე პრესსამსახურს და დაესვათ სწორედ ის კითხვა, რომელიც მას სურდა.

"რატომ უზრდელობ, რატომ უშლით ხელს... რატომ უზრდელობ ...ძველბიჭურად, უზრდელურად იქცევი. შენ მიკროფონი რომ გიჭირავს ხელში არ ნიშნავს იმას, რომ ყველას თავზე გადაუარო"... - მიმართა კალაძემ ჟურნალისტს და კონფლიქტის განეიტრალება ჩვეული, ძველბიჭური სტილით სცადა:

წესიერად მოიქცევი... ქალბატონია პატივი ეცი, გაფრთხილებ... პროფესიული მოვალეობა კი არა უზრდელობაა ეგ.... ჩემი დაცვის ხელმძღვანელია და მას აქვს უფლება... - თქვა მან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი