გამახსენეთ კონკრეტული შედეგი, რომელიც ამ ძალამ მოუტანა ქვეყანას, შევარდნაძის დროს ევროპის საბჭოს წევრი გახდა საქართველო და გაკეთდა განაცხადი ნატოში გაწევრიანებაზე - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

პრემიერმა ღარიბაშვილმა საპარლამენტო გამოსვლის მეორე ნაწილიც, რომელიც შეკითხვებზე პასუხების გაცემას გულისხმობს, ისევ ოპოზიციის ლანძღვით დაიწყო. მისი მტკიცებით, საქართველოს ევროინტეგრაციის კონკრეტული შედეგები მხოლოდ "ოცნების" ხელისუფლებამ მოუტანა: 

"გამახსენეთ ერთი კონკრეტული ხელშესახები შედეგი, რომელიც ამ ძალამ, კონკრეტულმა ძალამ მოუტანა ქვეყანას ევროინტეგრაცის გზაზე. ვინმეს გახსენდებათ? მე მახსენდება შევარდნაძის დროს, როდესაც ევროპის საბჭოს წევრი გახდა საქართველო, მახსენდება, როცა ისევ შევარდნაძის დროს, გაკეთდა ოფიციალური განაცხადი ნატოში გაწევრიანების თაობაზე, მაგრამ მახსენდება ძალიან ბევრი ანტიევროპული, ანტიდემოკრატიული, ანტიჰუმანური, ანტიევროპული ქმედებები, რომელსაც აღნიშნული ძალის წარმომადგენლები ყოველ დღე სჩადიოდნენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. და დღეს ეს ყველაზე მკაფიოდ ანტიევროპული და ანტიჰუმანური ძალა ჩვენ გველაპარაკება და კითხვებს სვამენ ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით. 

ჩვენ, ვინც ქვეყანას მოვუტანეთ ასოცირების შეთანხმება, რომელიც თქვენი მმართველობის დროს გაჭიანურდა, სამი წელი ვერ დაიწყო პროცესი, სამი წლის დაგვიანებით დაიწყო საქართველომ ეს პროცესი." თქვა ღარიბაშვილმა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი