რუსი ოკუპანტები უკრაინელ ექიმებს ჯანმრთელობის ყალბი ცნობების დამზადებას აიძულებენ - დაზვერვა

გამოქვეყნდა:

რუსი ოკუპანტები უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ექიმებს აიძულებენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბი სერტიფიკატები დაამზადონ - ინფორმაციას უკრაინის დაზვერვა ავრცელებს.

უწყების ცნობით, დროებით ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ოლქში გახშირებულია ოკუპანტების მიერ ადგილობრივ ექიმებთან მიმართვის შემთხვევები, ცნობაზე უარის თქმის შემთხვევაში კი მედიკოსებს ანგარიშსწორებით იმუქრებიან.

"მთავარი მოთხოვნა „ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო“ სამხედრო სამსახურის გაგრძელების შეუძლებლობის სერტიფიკატის დამზადებაა. ცნობის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში რუსი ოკუპანტები ანგარიშსწორებით იმუქრებიან. ექიმები იძულებულნი არიან, რომ იქაურობა დატოვონ და უკრაინის კონტროლირებადი ტერიტორიისკენ გაიქცნენ", - წერია უწყების განცხადებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი