რატომ არ ვახსენებ პუტინს... თქვენ რომ ახსენეთ რა მერე? მაგარი კაცი ხართ? - ღარიბაშვილი გოცირიძეს

გამოქვეყნდა:

კარგია, რომ მეცადინეობთ და ითვლით წლებს - ღარიბაშვილი რომან გოცირიძეს პასუხობს, რომელმაც მას შეახსენა, რომ პუტინი ბოლოს მხოლოდ 2014 წელს ახსენა და დაუსვა კითხვა, რატომ ერიდება მისი სახელის წარმოთქმას? 

ღარიბაშვილმა ამასაც სპექტაკლი უწოდა და საკუთარი ეროვნული ინტერესებით ახსნა: 

"მაგით რის თქმა გინდათ ბატონო რომან, რატომ არ ვახსენებ რუსეთის პრეზიდენტის სახელს - პუტინს. და რა მერე? რისი მიღწევა გინდათ? რას მოვუტან ამით ან ქვეყანას, ან ხალხს, თქვენთვის რას მოვიტან? რისი ჩვენება გინდათ მაგით? თქვენ რომ ახსენეთ რა მერე? მაგარი კაცი ხართ, თუ რა გააკეთეთ ამით ვერ გავიგე? რა აჩვენეთ ხალხს? აუხსენით ხალხს, რა სპექტაკლებს დგამთ ამით ვერ გავიგე" თქვა ღარიბაშვილმა. 

ამის შემდეგ ის გოცირიძეს თითის ქნევით დაემუქრა - "გაჩერდით სანამ გაგახსენეთ რაღაცეები". მისივე თქმით, "ამ ადამიანებმა", არ იციან რა არის ცნება ეროვნული ინტერესები:

თავს გაწირავენ, ირბენენ სხვა ქვეყნის დროშებით, ღმერთმა ყველას გაუმარჯოს. ყველა ქვეყანას მინდა ვუსურვო მშვიდობა და კეთილდღეობა, მაგრამ მეგობრებო, ჯერ თქვენს ქვეყანაზე იფიქრეთ, ჩვენს სახელმწიფოზე იფიქრეთ. აი, თქვენ რა გაგიკეთებიათ ბატონო რომან. ჩვენმა წინაპრებმა სისხლით მოიტანეს ჩვენი მიწა-წყალი. თქვენ დაკარგეთ, თქვენმა ხელისუფლებამ - კოდორი, ახალგორი, 100-ზე მეტი სოფელი, აღიარებინეთ რუსეთს." თქვა ღარიბაშვილმა. 

შეგახსენებთ, ღარიბაშვილმა არ უპასუხა გუშინ, 21 ივნისს, კატარის ეკონომიკურ ფორუმზე დასმულ შეკითხვას - ენდობა თუ არა პუტინს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი