"კარლ ბილდტის ცოლის კომპანიას მილიონები აქვს წაღებული ბიუჯეტიდან, დღეს გამოდის და გვმოძღვრავს ბატონი კარლ ბილდტი", - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა.
ღარიბაშვილმა დასავლელი პარტნიორები ოპოზიციის "ბიუჯეტიდან მოსყიდულ ლობისტებად" მოიხსენია და თქვა, რომ მას აქვს ფაქტები, გვარები და სახელები.
საქართველო არაა მზად ახალი ნაბიჯისთვის EU-სთან ურთიერთობებში, დღეს არალიბერალური რეჟიმია - ეს განცხადება ბილდტმა 14 ივნისს გააკეთა.