"ჩვენ უნდა დავიწყოთ მუშაობა... სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული" | ღარიბაშვილი ევროკომისიის პირობებზე

გამოქვეყნდა:

"ჩვენ უნდა დავიწყოთ მუშაობა. ამ რეკომენდაციების ნაწილი არის ისედაც შეტანილი ასოცირების დღის წესრიგში, რომელიც სულ რაღაც 1 თვის წინ შევათანხმეთ ჩვენ ბრიუსელთან. მანამდე იყო ძალიან ბევრი აზრთა გაცვლა, ძალიან ბევრი კონსულტაციები და ჩვენ შევჯერდით, საბოლოო ჯამში დამტკიცებულია ასოცირების დღის წესრიგი. სადაც დეტალურად არის გაწერილი, ქვეყანამ რა უნდა გააკეთოს და რომელმა უწყებამ რა ვადებში რა რეფორმები უნდა განახორციელოს დამატებით. ამას, ჩვენ, რა თქმა უნდა, დავიწყებთ. სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული მთავრობას, თქვენთან ერთად, რა თქმა უნდა და ვიმუშავებთ აქტიურად" - ამბობს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში და ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მიცემულ პირობებს ეხმაურება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი