ქართველი მოხალისეები, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ უკრაინაში საბრძოლველად წასულიყვნენ, პრემიერმა ღარიბაშვილმა "დაქირავებულ მებრძოლებად" მოიხსენია:
„ჩვენ კარგად გვახსოვს მათი მოთხოვნები… ითხოვდნენ, ჩარტერული რეისებით მთავრობას გაგვეშვა მეომრები, მათი დაქირავებული, ასე ვთქვათ, მოხალისეები… ეს ყველაფერი არის თქვენი ხელწერა, ძვირფასო ოპონენტებო" - მიმართა ღარიბაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან ოპოზიციას.
შეგახსენებთ, ქართველ მოხალისეებს, რომლებიც ომის დაწყების პირველ დღეებში უკრაინაში ჩარტერული რეისით მიფრინავდნენ, საქართველოს ხელისუფლებამ დაბრკოლებები შეუქმნა. მებრძოლები იძულებული გახდნენ, უკრაინაში სხვა მარშრუტით გამგზავრებულიყვნენ.