ისტერია, ცინიზმი და ლანძღვა | პრემიერის სიძულვილის ანგარიში პარლამენტში

გამოქვეყნდა:

ისტერია, ცინიზმი და ლანძღვა. "ოცნების" მთავრობის მეთაურს დღეს პარლამენტში წლიური ანგარიშით ელოდებოდნენ, თუმცა ღარიბაშვილის გამოსვლა ყველა შეფასებას იმსახურებს მოხსენების გარდა. პრემიერმინისტრი დღეს ისევ ტრადიციული სამთავრობო რიტორიკით ხელმძღვანელობდა. არაფერი თქვა ევროინტეგრაციის გზაზე გადასადგმელ ნაბიჯებზე და საპარლამენტო ტრიბუნა მხოლოდ ოპოზიციაზე თავდასხმისთვის გამოიყენა. ღარიბაშვილის უკიდურესად აგრესიული ტონი პირდაპირ მიანიშნებდა რამდენად რთულ მდგომარეობაშია "ქართული ოცნება" და რამდენად რეალურია მძიმე ვერდიქტი ოლიგარქ ივანიშვილის წინააღმდეგ. 

ირაკლი ღარიბაშვილმა დღესაც შეტევის სტრატეგია აირჩია. პრემიერმინისტრის გამოვლის უდიდესი ნაწილი გაჯერებული იყო სიძულვილით,  დასცინა ყველას და არ დავიწყებია წინა ხელისუფლება. ღარიბაშვილის ვრცელ მოხსენებაში, არაფერი იყო ნათქვამი განსახორციელებელ ან უკვე განხორციელებულ რეფორმებზე, თუმცა ვრცლად ისაუბრა ე.წ შეთქმულების არარსებულ თეორიებზე. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი