საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც რუსეთმა დასაჯა, დროა EU-მ ისაუბროს ძალის ენით - კრამონი

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტში, ევროდეპუტატების ნაწილმა საქართველოს დღეს კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. განცხადება ვიოლა ფონ კრამონმა გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროპელმა ლიდერებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, რომ ევროპაში იყოს საქართველოს ადგილიც, ისევე როგორც უკრაინისა და მოლდოვასი: 

"საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც რუსეთმა დასაჯა ევროპული მისწრაფებების გამო. ევროპის მომავალი უნდა ჩამოყალიბდეს ჩვენი ფასეულობების მიხედვით, ან პუტინის წესების მიხედვით. ამიტომ დროა, ევროკავშირმა ისაუბროს ძალის ენით. მე მოვუწოდებ ყველა ევროპელ ლიდერს, აიღოს პასუხისმგებლობა, რომ ჩამოყალიბდეს ხვალინდელი დღის ევროპა, სადაც როგორც დასავლეთ ბალკანეთის, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ადგილი იქნება" თქვა ვიოლა ფონ კრამონმა. 

24 ივნისს გაირკვევა, მიანიჭებენ საქართველოს კანდიდატის სტატუსს, თუ მხოლოდ ევროპულ პერსპექტივას. ევროკომისიამ მოთხოვნების შესრულებამდე, სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია არ გასცა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი