"შხამად გექცეს რაც შენთვის ვიწვალე და ვიშრომეთ ქ.ნო სალომე", - ეს კომენტარი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალური გვერდის სახელით, სალოზე ზურაბიშვილის Facebook-გვერდზე ერთ-ერთი პოსტის ქვეშ დაიწერა.
კომენტარი, ამ დროისთვის, წაშლილია.
"შხამად გექცეს რაც შენთვის ვიწვალე და ვიშრომეთ ქ.ნო სალომე, დღეს პრემიერის გამოსვლაც დაამუნათე. შენს რეზიდენციაში იმდენი ქმრის ნათესავები გყავს, იმათ მაინც დაუჯერე, ყოველ შენს გამოსვლაზე, სისულელეებს აბრეხვებ.,დაოკდი რა... ოცნებას და ბიძინას დილა საღამოს სანთლები აუნთე, მანდ რომ ბრძანდები. არ გიცნობდე მაინც....", - წერია კომენტარებში.