"მადლობას გადავუხდი პრემიერს, პირველ რიგში, მოხსენებისთვის და ასევე, მოთმინებისთვის. არ არის ადვილი მოსათმენი ის, რაც ხდებოდა დღეს სხდომათა დარბაზში და ნამდვილად დასაფასებელია პრემიერის ის დამოკიდებულება, რომელიც მან გამოავლინა პარლამენტის წინაშე და დეტალური ანგარიში ძალიან საინტერესო მოსასმენი იყო, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მოსასმენი იყო კიდევ ერთხელ იმის შეხსენება, თუ რა ხალხთან გვაქვს ჩვენ საქმე ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების სახით", - ასე დაიწყო პარლამენტში სიტყვით გამოსვლა "ოქნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და საკანონმდებლო ორგანოში მისულ ღარიბაშვილს ხოტბა შეასხა.