"სცადეს დესტრუქცია, მიიღეს ათჯერ მეტი პასუხი... ყოველთვის მიიღებენ, თუ არ გაჩერდებიან" | ღარიბაშვილი ოპოზიციაზე

გამოქვეყნდა:

"მათ [ოპოზიციამ] სცადეს გარკვეული დესტრუქცია, მიიღეს ათჯერ მეტი პასუხი, ყოველთვის მიიღებენ, თუ არ გაჩერდებიან", - ასე დაიწყო პარლამენტში გამოსვლისას შემაჯამებელი სიტყვა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ის ოპოზიციის წარმომადგენლებს თავს კიდევ ერთხელ დაესხა: "აქ ძალიან ბევრი მოვისმინეთ გამომსვლელებისგან, მეც ძალიან ბევრჯერ აღვნიშნე, ფაქტები მხოლოდ მეგობრებო ჩვენი თითოეული გამოსვლა თითოეული სიტყვა ემყარებოდა ფაქტებს... ჩვენ ჩვენს ხალხს, ჩვენს საზოგადოებას ვესაუბრებით მხოლოდ ფაქტებით და ველაპარაკებით სიმართლეს".

აქვე, ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ქვეყანაში "ორნიშნა ეკონომიკური განვითარებაა" და მიუხედავად მსოფლიოში არსებული "ძალიან რთული მდგომარეობისა, ჩვენი პატარა ქვეყანა სწორი და პრაგმატული პოლიტიკით მშვიდობასა და სტაბილურობას ინარჩუნებს".  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი