ბათუმში სამედიცინო ცენტრის შენობა დაანგრიეს | ადგილზე კორპუსი აშენდება

გამოქვეყნდა:

ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე, სამედიცინო ცენტრის, ყოფილი ბავშვთა საავადმყოფოს შენობა დაანგრიეს. ინფორმაცია და ფოტომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება. 

ცნობილია, რომ დემონტაჟის მიზეზი ამ ადგილას ახალი, 8-სართულიანი შენობის აშენების სურვილი გახდა, რომელსაც კომპანია "სახლი ბარათაშვილზე" აშენება.  

გამოცემა "ბათუმელების" ინფორმაციით, შპს „სახლი ბარათაშვილზე“ ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ქართული ოცნების“ ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, მიხეილ ართმელაძის ცოლის, მანანა ტუნაძის კომპანიაა. ის კომპანიის 50 პროცენტის მფლობელია. მანანა ტუნაძე რუსეთის მოქალაქეა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი