ავღანეთში მიწისძვრას 1 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა - თალიბანი დახმარებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

თალიბანი საერთაშორისო მხარდაჭერას ითხოვს. ავღანეთში 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 1 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მინიმუმ 1 500 დაშავდა.  უცნობია კიდევ რამდენი ადამიანია მოყოლილი ნანგრევებში. სამაშველო სამუშაოებს ძლიერი წვიმა და რესურსების ნაკლებობა აფერხებს.

ყველაზე მეტად ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ პაქტიკას პროვინცია დაზარალდა.

გადარჩენილებმა და მაშველებმა BBC-ს უყვებიან მიწისძვრის ეპიცენტრის მახლობლად დანგრეული სოფლების, გზებისა და მობილური ტელეფონების ანძების განადგურების შესახებ. ისინი შიშობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება.

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში მომხდარი ყველაზე მომაკვდინებელი მიწისძვრა თალიბებისთვის, ისლამისტური მოძრაობისთვის, რომელმაც ძალაუფლება დაიბრუნა, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის დაშლის შემდეგ, მთავარი გამოწვევაა.

მიწისძვრა ქალაქ ხოსტიდან დაახლოებით 44 კილომეტრში (27 მილი) დაფიქსირდა და მიწისძვრა იგრძნობოდა პაკისტანსა და ინდოეთში.

ავღანეთი ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ კრიზისშია, თალიბანის მაღალჩინოსანმა თქვა, რომ მთავრობა ფინანსურად ვერ შეძლებს ყველა ადამიანს შესაბამისი დახმარება გაუწიოს. გაერო-ს ხელმძღვანელმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ მობილიზებულები არიან კატასტროფის გამო და რომ ჯანდაცვის ჯგუფები, სამედიცინო მარაგი, საკვები და სასწრაფო დახმარების თავშესაფრები მიწისძვრის ზონისკენ გაგზავნილია.

მიწისძვრა ქალაქ ხოსტიდან დაახლოებით 44 კილომეტრში დაფიქსირდა და მისი ბიძგები იგრძნობოდა პაკისტანსა და ინდოეთში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი