ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა თქვა, რომ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებისას ნიკა გვარამიას დაკავება ბოლო წვეთი იყო - ფავლენიშვილი

გამოქვეყნდა:

ანტიკორუფციული მოძრაობის წევრი და სამოქალაქო აქტივისტი, ირაკლი ფავლენიშვილი ბრიუსელში, ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს მართავს. ის უკვე ესაუბრა ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას, რაფაელ გლუკსმანს და სხვა დასავლელ პარტნიორებს.

ფავლენიშვილი ამბობს, რომ მათი მხრიდან მთავარი აქცენტი მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლების მნიშვნელობაზე, ოლიგარქიულ კლანზე, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის სანქცირებაზე გაკეთდა.

"ჩვენ ვერ გავხდებით ევროპული ოჯახის წევრი, თუ ბიძინა ივანიშვილი არ შეწყვეტს ამ პოლიტიკური სისტემის მიტაცებას. გარდა ამისა, ვისაუბრეთ პოლიტიკურ დევნაზე. მიხეილ სააკაშვილი მათთვის არის პუტინის პირადი პატიმარი... ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა თქვა, იყო ბოლო წვეთი ფაქტობრივად ამ გადაწყვეტილების მიღებაში, რომ ჩვენ ჩამოვრჩით უკრაინას და მოლდოვას, გულისხმობდა გვარამიას დაკავებას. მე პირადად ვესაუბრები როგორც ანტიკორუფციული მოძრაობის წევრი იმ კორუფციულ სქემებზე სადაც ოლიგარქიული კლანი მონაწილეობას იღებს და რის გამოც მისი სანქცირება არის აუცილებელი. გაგრძელდება ეს შეხვედრები და იმედია, კონკრეტული ქმედებებიც იქნება მალე როგორც ევროპელი პარტნიორების, ისე ქართველი ხალხის მხრიდან", - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.

ცნობისთვის, ბრიუსელში შეხვედრებს მართავენ მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი ჩალაძე.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი