ძალიან მძიმედ არის "ქართული ოცნება", ძალიან მძიმედ იყო ღარიბაშვილი. ის სიძულვილის ენა, ზიზღის ენა, ოპონენტების მიმართ, დასავლეთის მიმართ, ღიად დააფიქსირა ადამიანმა, მორიდების გარეშე. არ დაგვავიწყდეს, ეს იყო ღარიბაშვილი, რომელიც იორდანეში განიბანა, ასევე, დეტოქსი მიიღო წმინდა მთაზე და ამის მერე, ამავე ლექსიკით ილაპარაკა. ეს ნიშნავს, რომ მისგან არაფერი გამოვა. ვიდრე ღარიბაშვილისნაირი პრემიერი გვყავს, საქართველოს მოსახლეობას არაფერი კარგის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რადგან "ქართულ ოცნებას" და ირაკლი ღარიბაშვილს არ სცალია საქართველოსთვის, მათ ჰყავთ მთავარი მამა-მარჩენალი და ეს არის ბიძინა ივანიშვილი.
ასე გამოეხმაურა პარლამენტის "რეფორმების ჯგუფის" წევრი პაატა მანჯგალაძე პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას პარლამენტში.