წარმატებისათვის საჭიროა, რომ ევროპული ორიენტაცია ერთსულოვანი იყოს - ლიეტუვასა და ლატვიის პრეზიდენტები ზურაბიშვილს

გამოქვეყნდა:

ლიეტუვა და ლატვია საქართველოს ევროინტეგრაციაში მხარს უჭერენ. ორი ქვეყნის პრეზიდენტები საქართველოს პრეზიდენტის პასუხად, მიმართვებს ტვიტერზე ავრცელებენ:

"ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებს. ქალბატონო პრეზიდენტო, ვაფასებ  საქართველოში  ყველა საჭირო დემოკრატიული რეფორმის განხორციელებისადმი თქვენს ერთგულებას და თქვენს ქვეყანას ამ გზაზე დარჩენას ვუსურვებ."  წერს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა. 

"ლატვია საქართველოს მუდმივი მხარდამჭერია მის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. 
წარმატებისათვის საჭიროა, რომ ევროპული ორიენტაცია ერთსულოვანი იყოს. თქვენი ხელმძღვანელობით, სამომავლო პერსპექტივა დამაიმედებელია." წერს  პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მხარდაჭერის თხოვნით ევროპელ ლიდერებს მიმართა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი