ყველაფერი გააკეთეს, რომ კომისიისგან ნეგატიური შეფასება მიეღოთ, საქართველოს მომავალს წირავენ - კუბილიუსი "ოცნებაზე"

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარის, ანდრიუს კუბილიუსის თქმით, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის გადაწყვეტილება ნეგატიური ყოფილიყო.

როგორც კუბილიუსმა "ფორმულასთან" საუბრისას აღნიშნა, ბოლო პერიოდში არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, რომლებიც აჩვენებს, რომ მთავრობას პარტნიორების რეკომენდაციებს არასერიოზულად უდგება. 

"ბოლო დროს გაკეთდა არაერთი განცხადება და გადაიდგა არაერთი ნაბიჯი. მაგალითად, ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტის [ნიკა გვარამიას] დაკავება იყო. საქართველოს მთავრობა მიზანმიმართულად აკეთებდა ყველაფერს, რომ კომისიისგან ნეგატიური შეფასება მიეღო. ახლა სააკაშვილზე იმის თქმა, რომ ოლიგარქია და გავიწყდება შენი ნამდვილი ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი, აჩვენებს, რომ მთავრობას არ შეუძლია სერიოზულად მიუდგეს, რა თქვეს კომისიამ და ევროპარლამენტმა. თან ცდილობენ რაღაც თამაშის თამაშს და ზოგჯერ ეს გიჟური თამაშებია. ამით ისინი საქართველოს მომავალს წირავენ", - თქვა ანდრიუს კუბილიუსმა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი