
საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრის იმპიჩმენტზე საუბრობს, კობერიძე ამბობს, რომ ეკატერინე ტიკარაძე დაბარების მიუხედავად ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე არ მივიდა, რითაც რეგლამენტი დაარღვია:
გამოგიგზავნათ წერილი, რომ ივნისის ბოლოს აუცილებლად მოვიდოდა, თქვენც გთხოვათ, რომ გაგეთვალისწინებინათ კომიტეტში ამ საკითხების განსახილველად. დღეს ივნისის თვის ბოლო დღეა, როდესაც არის კომიტეტი და მას კვლავ ვერ ვხედავთ ჩვენს კომიტეტში. ვამბობ, ეს არის კომიტეტის, მისი წევრების, თქვენი პარლამენტის უპატივცემულობა და რეგლამენტის დარღვევა. წესით, მინისტრის იმპიჩმენტის საკითხი უნდა იწყებოდეს, რომელსაც 50 დეპუტატი სჭირდება იმისთვის, რომ ეს პროცესი დაიწყოს. ახლა მინისტრს ჯარიმას ვერ დავუწესებთ ან საყვედურს ვერ გამოვუცხადებთ პირად საქმეში შეტანით - ამბობს კობერიძე.
დეპუტატი ამბობს, რომ მინისტრის მხრიდან რეგლამენტის დარღვევის მიუხედავად, ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენია არც ჯანდაცვის კომიტეტს, არც პარლამენტის თავმჯდომარესა და არც მთავრობის მეთაურს.